ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩს შეხვდა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, სერბ კოლეგასთან საუბარი ღია, პირდაპირი და პროდუქტიული იყო.

„კარგი საუბარი შედგა. გაეროს წესდებისა და საზღვრების დაურღვევლობისადმი პატივისცემის შესახებ. საერთო ევროპულ სახლში ჩვენი ხალხის მომავალზე“, - დაწერა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რომ ალექსანდრე ვუჩიჩი პრორუსული განწყობით არის ცნობილი.

ავთანდილ წულაძე - ეს წელი რუსეთისთვის ძალიან რთული იქნება და არაა გამორიცხული, რუსეთში მოვლენები მოულოდნელი სცენარებითაც კი განვითარდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება