საბერძნეთში ამ დროისთვის ტყის ხანძრის 7 კერაა

საბერძნეთში, ტყის ხანძრების გამო, საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუაცია განხორციელდა.

ბერძნული მედიის ცნობით, ქვეყნის ტერიტორიაზე ამ დროისთვის ტყის ხანძრის 7 კერაა, კვამლი კოსმოსიდანაც ჩანს.

„ხანძრებთან ბრძოლა ალექსადრუპოლის, როდოპის, კავალას ქალაქებთან, ევბეისა და კითნოსის კუნძულებზე და ასევე ათენის შემოგარენში გრძელდება, სადაც მიმდებარე სარკინიგზო მაგისტრალი არის გაჩერებული“, - ნათქვამია განცხადებაში.

მედიის ინფორმაციით, ალექსადრუპოლოსთან, სადაც ხანძარი მეოთხე დღეა მძვინვარებს, შექმნილი ვითარება მძიმე რჩება.

„მეხანძრეების ძალისხმევის მიუხედავად, ქალაქის რამდენიმე რაიონის მოსახლეობისა და ადგილობრივი საავადმყოფოდან პაციენტების ევაკუირება გახდა საჭირო. პაციენტები გემზე განათავსეს“, - იუწყება ბერძნული მედია.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო