თინა ბოკუჩავა - როცა ივანიშვილის პაიკი აშშ-ის ელჩს თავს ესხმის სამარცხვინო, მდაბიო ტერმინოლოგიით, ეს ადასტურებს, რომ ის არის რუსული რეჟიმის დავალების შემსრულებელი

როცა „რუსული ოცნება“ პუტინის სტილში თავს ესხმის აშშ-ის ელჩს, ის თავს ესხმის საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

მან ელჩ კელი დეგნანთან დაკავშირებით უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ ელჩზე თავდასხმით ხელისუფლება ქვეყნის დასავლურ არჩევანს ესხმის თავს.

„ეს ადამიანი წარმოადგენს აშშ-ს, გააჩნია უმაღლესი სახელმწიფო ლეგიტიმაცია და როცა „რუსული ოცნება“ რუსულ სტილში, პუტინის სტილში თავს ესხმის აშშ- ის ელჩს, ის თავს ესხმის საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, მაგრამ ეს გასაკვირი არ არის, როცა „რუსული ოცნება“ თავს ესხმის ევროპულ არჩევანს. არშემდგარი პოლიტიკოსი, ივანიშვილის პაიკი როცა საუბრობს აშშ -ის ელჩზე ამ ტონალობაში, ეს ადასტურებს, რომ ის საკუთარი უმეცრებით კი არ ესხმის თავს ელჩს სამარცხვინო, მდაბიო ტერმინოლოგიით, არამედ ის არის რუსული რეჟიმის დავალების შემსრულებელი, ეს სჩვევიათ სწორედ პუტინის პაიკებს და ანალოგს ვხედავთ ივანიშვილის რეჟიმის პირობებში, სადაც ივანიშვილის პაიკები რუსულ სტილში თავს ესხმიან საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს,“ - განაცხადა ბოკუჩავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო