აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაჭრეს

აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაჭრეს. ინფორმაციას „კავკაზსკი უზელი“ ავრცელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სომეხმა სამხედროებმა ნახიჩევანსა და ლაჩინის რაიონში მდებარე აზერბაიჯანულ საგუშაგოებს ცეცხლი გაუხსნეს, რომლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიჭრა.

„დაჭრილი ჯარისკაცი სამხედრო-სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფები გადამწყვეტ საპასუხო ზომებს მიიღებენ. სომხური მხარის პროვოკაციებზე პასუხისმგებლობა სრულად სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრია“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის უწყება ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი აზერბაიჯანმა დაარღვია.

ინციდენტის ადგილი არ ზუსტდება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის