უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას კიდევ ერთი ქვეყანა შეუერთდა

ლუქსემბურგი უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას შეუერთდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.

„მადლობას ვუხდი ლუქსემბურგს და მის ხალხს უკრაინისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც ეფუძნება საერთო დემოკრატიულ იდეალებსა და ჩვენი ევროატლანტიკური ოჯახის ინტერესებს“, - აცხადებს ზელენსკი.

აღსანიშნავია, რომ ლუქსემბურგი 27-ე ქვეყანა გახდა, რომელიც უკრაინასთან მხარდაჭერის შესახებ ხელშეკრულების დადებას გეგმავს.

ცნობისათვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ ნატო-ს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტი ღიაა ხელმოწერისთვის და ყველა დაინტერესებულ ქვეყანას შეუძლია, მას შეუერთდეს. ამის შემდეგ, თითოეულ სახელმწიფოსთან, უკრაინა დაიწყებს ორმხრივ მოლაპარაკებებს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებზე და ხელს მოაწერს შესაბამის ორმხრივ შეთანხმებებს. ასეთი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოსთან.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის