მედია - რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებლად ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა

რუსეთის სამხედრო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებლად, რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების გენერალური შტაბის უფროსი გენერალი ვიქტორ აფზალოვი დაინიშნა, - ინფორმაციას "რია ნოვოსტი" ავრცელებს.

მანამდე, რუსულ მედიაში გავრცელდა ცნობა იმის შესახებ, რომ არმიის გენერალი სერგეი სუროვიკინი სხვა სამუშაოზე გადაყვანის გამო თანამდებობიდან გაათავისუფლეს და ამჟამად ის ხანმოკლე შვებულებაში იმყოფება.

სერგეი სუროვიკინი საჰაერო-კოსმოსური ძალების მთავარსარდლად 2017 წლის ოქტომბერში დაინიშნა. მანამდე ის სირიაში რუსულ დაჯგუფებას მეთაურობდა, ასევე იყო აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის მეთაური. სუროვიკინი 2022 წლის ოქტომბერში დაინიშნა რუსული ჯარების მეთაურად უკრაინაში, ხოლო მიმდინარე წლის იანვარში მეთაურის მოადგილის თანამდებობაზე გადაიყვანეს.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს