რუსულმა არმიამ ოდესის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანა

რუსულმა არმიამ ოდესას დაარტყა. დაზიანებულია მარცვლეულის საცავი. ინფორმაციას უკრაინის სამხრეთის თავდაცვის ძალების პრესსამსახური ავრცელებს.

„ღამით დრონებით რუსულმა არმიამ ოდესის ოლქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მორიგი იერიში მიიტანა. იერიში აზოვის ზღვის აღმოსავლეთის სანაპიროდან განხორციელდა. ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვამ Shahed-136/131-ის ტიპის 9 დრონის განადგურება შეძლო“, - ნათქვამია განცხადებაში.

ოდესის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ კიპერის განცხადებით, დარტყმის შემდეგ სასაწყობე სათავსოებში ხანძარი გაჩნდა, რომელიც ოპერატიულად იყო ლოკალიზებული.

„მოწინააღმდეგის სამიზნე რეგიონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაა“, - განაცხადა კიპერმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს