ლიეტუვის პრეზიდენტი - დავბრუნდი კიევში, რათა მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად ამ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნო - უკრაინის გამარჯვება ახლოს არის!

ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა კიევში ჩავიდა, სადაც უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

განცხადებას ლიეტუვის პრეზიდენტი Twitter-ზე აქვეყნებს.

„დავბრუნდი კიევში, რათა მოძმე უკრაინელ ხალხთან ერთად უკრაინის დამოუკიდებლობის დღე აღვნიშნო. უკრაინის გამარჯვება ახლოს არის! ლიეტუვა მხარს დაუჭერს უკრაინას იმდენს ხანს, რამდენიც საჭირო იქნება!" – წერს ნაუსედა.

ლიეტუვის პრეზიდენტი ასევე ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, სადაც უკრაინისთვის დახმარების და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები იქნება განხილული.

ვიზიტი წინასწარ არ იყო დაანონსებული.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა