დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - უკრაინის მიერ საბორნე ხიდებზე მიტანილი ძლიერი დარტყმების შემდეგ, რუსულ არმიას ყირიმში მხოლოდ ერთადერთი გრძელი მარშრუტი შემორჩა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ საბორნე ხიდებზე მიტანილი ძლიერი დარტყმების შემდეგ, დროებით ოკუპირებულ ყირიმში ლოგისტიკის საკითხში რუსულ არმიას მხოლოდ ერთადერთი „გრძელი“ მარშრუტი შემორჩა. განცხადებას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, The Gardian-ი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ რუსი სამხედროები უკრაინის სამხრეთის საზღვარზე საბორნე გადასასვლელების მოწყობას განაგრძობენ.

„აგვისტოში უკრაინის მიერ მიტანილი ძლიერი დარტყმების შემდეგ, საეჭვოა, რომ ეს ინფრასტრუქტურა მძიმე ტექნიკის და საბრძოლო მასალის არსებით დატვირთვას გაუძლებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ამჟამად რუსი სამხედროები მხოლოდ არმიანსკის გავლით გზას ენდობიან, რომელიც დამატებით ლოგისტიკურ სირთულეებს ქმნის.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება