გუბერნატორის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად ბელგოროდში სამი ადამიანი დაიღუპა

ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უპილოტო საფრენი აპარატით თავდასხმის შედეგად ბელგოროდში სამი ადამიანი დაიღუპა.

მისივე თქმით, დრონის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამოგდების შედეგად, ორი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, მესამე კი მოგვიანებით საავადმყოფოში.

„უპილოტო აპარატმა სოფელ ლავიში მდებარე სანატორიუმზე ორი ყუმბარა ჩამოაგდო. შენობაც დაზიანებულია“, - განაცხადა გლადკოვმა.

უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ოპოზიციამ, თუ სურს რეალური შედეგის მიღწევა, სტრატეგია და ტაქტიკა უნდა შეცვალოს, თუმცა ამის იოტისოდენა იმედიც არ მაქვს
კორეის ელჩი ჰიონ დუ კიმი - კორეის ძლიერი მხარე მაღალტექნოლოგიურ წარმოებაშია, საქართველოს კი ლოჯისტიკისა და მომსახურების სფეროებში - ის უნდა განიხილებოდეს როგორც ბაზარი, რომელსაც შეუძლია გააერთიანოს რეგიონი და მის მიღმაც
ქართული პრესის მიმოხილვა 17.11.2025
„კარფურის“ მსხვილი ტექნიკა და ავეჯი უკვე „Wolt“-ზე - ონლაინ შოპინგი მარტივად, სწრაფად და საუკეთესო ფასად