ბრაზილიის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომი გაეროს უშიშროების საბჭოს შესაძლებლობების შეზღუდულობას აჩვენებს

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, უკრაინაში ომი გაეროს უშიშროების საბჭოს შესაძლებლობების შეზღუდულობას აჩვენებს. აღნიშნული განცხადება ბრაზილიის პრეზიდენტმა BRICS-ის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

ინფორმაციას The Gardian-ი ავრცელებს.

მისივე თქმით, ბრაზილია სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში ისტორიულ პოზიციას იკავებს და ასევე ამ საკითხში გაეროს პრინციპებს იცავს.

„ჩვენ პოზიტიურად აღვიქვამთ იმას, რომ BRICS-ის ქვეყნების უმრავლესობა ოფიციალურ მოსკოვთან და კიევთან პირდაპირ კავშირს ინარჩუნებს. ჩვენ მზად ვართ გავაერთიანოთ ძალისხმევა, რომელიც ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ლუის ინასიო ლულა და სილვამ.

შეგახსენებთ, რომ იოჰანესბურგში 22-24 აგვისტოს BRICS-ის ქვეყნების (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი) სამიტი ტარდება.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს