უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებს ადასტურებს

უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო დროებით ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებებს ადასტურებს.

უწყების პრესსამსახურის ცნობით, აფეთქებები სოფელ ოლენოვკასთან მოხდა, რის შედეგად რუსული დიდი და საშუალო რადიუსის მოქმედების საზენიტო-სარაკეტო სისტემა С-400 „ტრიუმფი“ იქნა განადგურებული.

„აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურებულია თვით დანადგარი, მასზე დაყენებული რაკეტები და ასევე პირადი შემადგენლობა“, - ნათქვამია განცხადებაში.

უკრაინის დაზვერვის განცხადებით, განადგურებული კომპლექსი იშვიათია რუსეთის ჯარის შეიარაღებაში, რაც მათთვის მტკივნეულ დარტყმას წარმოადგენს და ყირიმის ნახევარკუნძულის შემდგომ ვითარებაზე სერიოზულ ზეგავლენას იქონიებს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს