ფერმერთა ასოციაციამ ახალი პროექტი „გოგოების გაძლიერება სოციო-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ დაიწყო

საქართველოს ფერმერთა ასოციაციამ კანადის საგარეო საქმეთა, ვაჭრობისა და განვითარების დეპარტამენტის ფინანსური მხარდაჭერით გოგოების გაძლიერების ახალი პროექტი „ გოგოების გაძლიერება სოციო-ეკონომიკური მდგრადობისთვის“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფერმერთა ასოციაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი 6 თვეს გაგრძელდება და მისი მიზანია აამაღლოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლე გოგოების ცნობიერება მათი ფუნდამენტური უფლებების, სამოქალაქო აქტივიზმის, ძალადობის ადრეული შემჩნევის ტექნიკებისა და კარიერული დაგეგმვის შესახებ.

„პროექტი კახეთის რეგიონში -თელავში, საგარეჯში, დედოფლისწყაროსა და გურჯაანში განხორციელდება. მოსწავლე გოგოებისთვის, პროექტის ფარგლებში თემატური ტრენინგები ჩატარდება, რაც ხელს შეუწყობს მათი უნარების გაძლიერებას უკეთ გაუმკლავდნენ მიგრაციის, უმუშევრობის, განათლებაზე ხელმისაწვდომობის არქონისა და გენდერული ძალადობის გამოწვევებს.

პროექტის ფარგლებში მოსწავლე გოგოებს პირდაპირი კომუნიკაცია ექნებათ პროფესიონალებთან და პრაქტიკულ მაგალითებზე მუშაობა ხელს შეუწყობს მათი შესაძლებლობების გაძლიერებას. ასევე, პროექტში ჩართულ მოსწავლე გოგოებს ხელმისაწვდომობა ექნებათ მრავალფეროვან თემატურ მასალებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო