გოგა ონიანი - პირდაპირ მინდა გითხრათ, გმირთა მოედანზე ივანიშვილი დებს ორ ბომბს

პირდაპირ მინდა გითხრათ, გმირთა მოედანზე ივანიშვილი დებს ორ ბომბს, - ასე შეაფასა თბილისის საკრებულოს წევრმა „ნაციონალური მოძრაობიდან“ გოგა ონიანმა ლაგუნა ვერესა და ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის ტერიტორიაზე ცათამბჯენების მშენებლობის პროექტი.

მისი თქმით, გაუგებარი იყო თუ ვინმე იკადრებდა 13 ივნისის შემთხვევის შემდეგ ამ ტერიტორიაზე მსგავსი პროექტის წამოწყებას. მან მერიასა და საკრებულოს მოუწოდა არ განიხილონ პროექტი იქამდე, ვიდრე სპეციალისტები შესაბამის დასკვნას არ მოამზადებენ.

„დაახლოებით, 2-3 ათასი ბინა იქნება ამ კორპუსებში. წარმოიდგინეთ, რამდენი ავტომობილი დაემატება ამ ტერიტორიას და წარმოიდგინეთ თქვენ, თბილისელებმა, როგორ უნდა იაროთ ამ ტერიტორიაზე, როცა დღესაც კი აბსოლუტურად გადატვირთულია ეს ტერიტორია და დაახლოებით, ნახევარი საათი უნდა ადამიანს, რომ ეს გაიაროს. თუმცა ეს ბიძინა ივანიშვილს არ აინტერესებს. ეს რუს სანქცირებულ ბიზნესმენს, რა თქმა უნდა, მითუმეტეს, არ აწუხებს - ზუსტად იციან, აქედან რამდენი ასეული მილიონი უნდა შევიდეს მათ ჯიბეში. თბილისელებს და საქართველოს მოსახლეობას თვითონ უწევს თავისი თავის დაცვა, მაგრამ სტიქიასთან, სადაც არ გეხმარება სახელმწიფო და პირიქით, ნაღმებს გიდებს ამ სტიქიურ ზონებში, ძალიან რთულია, ამიტომ ძალიან ხშირად ეს სტიქიური უბედურებები ხდება ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ამას მოჰყვება მსხვერპლი. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მერიასაც და საკრებულოსაც, გაიწვიოს თავის მიერ შეთხზული ეს პროექტი და მისცეს საშუალება პროფესიონალებს განიხილონ და დადონ დასკვნები“,- განაცხადა ონიანმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო