ფინეთის პრემიერ-მინისტრი - უკრაინის ადგილი ევროკავშირში და ნატო-შია

ფინეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერი ორპოს განცხადებით, ომის შემდეგ უკრაინა ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილი უნდა გახდეს.

აღნიშნული განცხადება ფინეთის პრემიერ-მინისტრმა კიევში, უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს გააკეთა.

ფინეთის პრემიერი უკრაინის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას.

„ჩვენ ომის შემდეგ სიცოცხლის იმედი უნდა გვქონდეს, ამიტომ უკრაინის შესახებ, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების ნაწილზე უნდა ვისაუბროთ. უკრაინამ დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს თავისი მომავალი. ის ჩვენი საერთო ღირებულებებისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის. უკრაინის ადგილი - დასავლეთში, ევროკავშირში და ნატო-შია“, - განაცხადა ორპომ.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში ფინეთი უკრაინას დახმარების ახალ, რიგით უკვე მე-18 პაკეტს მიაწვდის.

„თავისი მოცულობით დახმარების ახალი პაკეტი იგივეა, რაც წინა. იმის გათვალისწინებით, რომ ფინეთი უკრაინის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, პაკეტში ნამდვილად საჭირო რამ არის შესული - მძიმე შეიარაღება და საბრძოლო მასალა“, - განაცხადა ფინეთის პრემიერ-მინისტრმა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა