ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთს შეუძლია ყირიმის დაკარგვაზე თვალები დახუჭოს ისევე, როგორც ეს სხვა ტერიტორიების შემთხვევაში ქნა - უკრაინა თავისი ტერიტორიებით და ხალხით არ ვაჭრობს, წერტილი!

რუსეთს შეუძლია ყირიმის დაკარგვაზე თვალები დახუჭოს ისევე, როგორც ეს სხვა ტერიტორიების შემთხვევაში ქნა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყირიმის პლატფორმის სამიტის გახსნაზე განაცხადა.

„უკრაინამ აჩვენა, რომ საბრძოლო ოპერაციების მსვლელობისას ჩვენი მიწის გათავისუფლება შემთხვევითობა არ არის. ეს დამსახურებულია, ეს ჩვენი ხალხის გმირობა და ჩვენი პარტნიორების თავდაცვითი მხარდაჭერაა… უკრაინული ძალები ყველაფრის მიუხედავად წინ მიიწევენ. ვინც რაც არ უნდა თქვას - წინ! ხოლო როდესაც რუსეთი უკან იხევს დაპყრობილი ტერიტორიებიდან, მაშინ უბრალოდ თვალებს ხუჭავს ამაზე, თავის სისუსტეზე. იმავენაირად რუსულ საზოგადოებას შეუძლია თვალები დახუჭოს ოკუპანტების ყირიმიდან უკან დახევაზეც”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, ყირიმის პლატფორმის მთავარი ამოცანა დეოკუპაციის მომზადებაა.

ზელენსკიმ ასევე რუსეთთან „ტერიტორიებით ვაჭრობაზე” გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, „უკრაინა ტერიტორიებით არ ვაჭრობს, ვინაიდან უკრაინა ხალხით არ ვაჭრობს. წერტილი“. „და ყველა, ვინც აქ ხართ, ამტკიცებთ, რომ ადამიანის სიცოცხლე ფასდაუდებელია,” - განაცხადა ზელენსკიმ.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება