ვოლოდიმირ ზელენსკი - არჩევნები აშშ-ში გავლენას იქონიებს უკრაინის მხარდაჭერაზე

არჩევნები აშშ-ში გავლენას იქონიებს უკრაინის მხარდაჭერაზე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ელექტორალური შეჯიბრის წელი, არჩევნების წელი. ეს, რა თქმა უნდა, გავლენას იქონიებს უკრაინის მხარდაჭერაზე. რა თქმა უნდა, ამან შეიძლება როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი გავლენა იქონიოს. ჩვენი მხრივ, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შეერთებული შტატების მხარდაჭერა არ შემცირდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა „მთელ დროს, ჩვენს ენერგიას უთმობს იმას, რომ მუდმივად ვიმუშაოთ შეერთებულ შტატებთან”.

ზელენსკიმ "რესპუბლიკური პარტიიდან" მომავალ გარკვეულ ხმებთან დაკავშირებით „რისკები” აღნიშნა, თუმცა ამავდროულად განაცხადა, რომ “რესპუბლიკურ პარტიას ბევრი ხმა აქვს, რომლებიც ჩვენ გვიჭერენ მხარს”.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს