რუსული მედია  - რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში სამი პილოტი და შვიდი მგზავრი იმყოფებოდა - ადგილზე რვა ცხედარია ნაპოვნი

რუსეთის ტვერის ოლქში ჩამოვარდნილ თვითმფრინავში სამი პილოტი და შვიდი მგზავრი იმყოფებოდა, ყველა დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა „ტასი“ რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავის მხრივ, რუსული სახელმწიფო გამოცემა „რია ნოვოსტი” საგანგებო სამსახურზე დაყრდნობით აცხადებს, რომ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილას რვა ცხედარია ნაპოვნი.

„რია ნოვოსტის” ცნობით, თვითმფრინავი კომპანია „მნტ-აეროს” ეკუთვნოდა, რომელიც ბიზნეს ფრენებზე სპეციალიზდება.

გამოძიებას „როსავიაციის” მიერ შექმნილი სპეციალური კომისია აწარმოებს.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს