რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის სხვადასხვა ვერსიას განიხილავს, მათ შორის „გარე ზემოქმედებას“,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა РБК სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„მომხდარის ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის პილოტირების შეცდომა, ტექნიკური გაუმართაობა და გარე ზემოქმედება“, - განაცხადა გამოცემის წყარომ.
მისივე ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილი ახლა კორდონით არის შემოღობილი, ხოლო გამომძიებლები საფრენ დოკუმენტაციას და რეისის ტექნიკურ რეგლამენტს იკვლევენ.