მედია პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე - ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის პილოტირების შეცდომა, ტექნიკური გაუმართაობა და გარე ზემოქმედება

მედია პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნაზე - ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის პილოტირების შეცდომა, ტექნიკური გაუმართაობა და გარე ზემოქმედება

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი პრიგოჟინის თვითმფრინავის ჩამოვარდნის სხვადასხვა ვერსიას განიხილავს, მათ შორის „გარე ზემოქმედებას“,- ამის შესახებ ინფორმაციას რუსული გამოცემა РБК სამართალდამცავ ორგანოებში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„მომხდარის ყველა ვერსია განიხილება, მათ შორის პილოტირების შეცდომა, ტექნიკური გაუმართაობა და გარე ზემოქმედება“, - განაცხადა გამოცემის წყარომ.

მისივე ინფორმაციით, ავიაკატასტროფის ადგილი ახლა კორდონით არის შემოღობილი, ხოლო გამომძიებლები საფრენ დოკუმენტაციას და რეისის ტექნიკურ რეგლამენტს იკვლევენ.