"ვაგნერის” ლიდერი ევგენი პრიგოჟინი “რუსეთის მოღალატეების ქმედებების შედეგად” დაიღუპა, - ამის შესახებ განცხადებას “ვაგნერის” დაჯგუფებასთან დაკავშირებული „ტელეგრამ“ არხი Gray Zone ავრცელებს.
„ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი, რუსეთის გმირი, თავისი სამშობლოს ნამდვილი პატრიოტი - ევგენი ვიქტორის ძე პრიგოჟინი რუსეთის მოღალატეების ქმედებების შედეგად დაიღუპა. ის ჯოჯოხეთშიც კი საუკეთესო იქნება! დიდება რუსეთს!“ - წერია განცხადებაში.