ბელარუსში კრიმინალი პრიგოჟინი არ მოენატრებათ, ის მკვლელი იყო და ასე უნდა ახსოვდეთ, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის დევნილმა ლიდერმა, სვეტლანა ტიხანოვსკაიამ განაცხადა.
„მისმა სიკვდილმა, შესაძლოა, აღმოფხვრას "ვაგნერის" ყოფნა ბელარუსში და შეამციროს საფრთხე ჩვენი ერისთვის და მეზობლებისთვის“, - აღნიშნა ტიხანივსკაიამ.
ცნობისთვის, რუსეთის ტვერის ოლქში ვაგნერის "ლიდერის", ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მასში მყოფი 10 ადამიანი - 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი - დაიღუპა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” თანადამფუძნებელი, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდნენ.