უკრაინის გენშტაბი - ოკუპანტები შეტევას ერთდროულად რამდენიმე მიმართულებით ახორციელებენ

უკრაინის თავდაცვის ძალები რუსი დამპყრობლების შეტევას ფრონტის ხაზის რამდენიმე მიმართულებით აკავებენ, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

გენშტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 23 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

ანგარიშის თანახმად, კუპიანსკის მიმართულებით, რუსებმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები ჩაატარეს ლუგანსკის ოლქის ნოვოგოროვკას რაიონში, ხოლო ბახმუტის მიმართულებით - დონეცკის ოლქის ვესელეს რაიონში.

"ავდიივკას მიმართულებით, ჩვენმა დამცველებმა წარმატებით მოიგერიეს რუსული ჯარების თავდასხმები ავდიივკას რაიონში. მარინკას მიმართულებით, თავდაცვის ძალები აგრძელებენ დამპყრობლების შეტევის შეკავებას დონეცკის ოლქის მარინკასა და ნოვომიხაილოვკას მიდამოებში. გარდა ამისა, ზაპოროჟიეს მიმართულებით, მტერმა წარუმატებელი შეტევითი ოპერაციები განახორციელა მალაია ტოკმაჩკას რაიონში", - აცხადებენ გენშტაბში.

ამასთან, უწყების ცნობით, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრძელებენ შეტევითი ოპერაციის ჩატარებას მელიტოპოლის მიმართულებით და მიღწეულ საზღვრებზე მაგრდებიან.

"ამავდროულად, ფრონტის მთელი ხაზის გასწვრივ მტერი, ყველა სახის იარაღის გამოყენებით, ათობით დასახლებას ესხმოდა თავს", - აცხადებენ გენშტაბში.

გიორგი სანიკიძე - რუსეთში დღეს იმდენად დიდია დაბნეულობა, იმდენადაა იგი გარიყული საერთაშორისო ასპარეზიდან და დასუსტებულია, არა მგონია მას სამხრეთ კავკასიაში მიზანმიმართული პოლიტიკის განხორციელების უნარი ჰქონდეს
ლელა ჯანაშვილი - „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონი მნიშვნელოვანია კანონმდებლობის ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებისთვის - ის არსებითად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესსა და ზედამხედველობას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა