ენტონი ბლინკენი - ვულოცავ უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღეს, სწორედ თქვენი და თქვენი გამძლეობის გამო გაიმარჯვებს უკრაინა და რუსეთი გადაიხდის მაღალ ფასს

მინდა, მივულოცო ყველა უკრაინელს დამოუკიდებლობის დღე. 24 აგვისტო არის უკრაინის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და დემოკრატიის მტკიცებულება და უკრაინის სიძლიერითა და გამძლეობით სიამაყის დღე, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას, რათა უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, აღსადგენად და აყვავებისთვის.

"წელიწადნახევარი გავიდა მას შემდეგ, რაც კრემლმა უკრაინაში სასტიკი, სრულმასშტაბიანი შეჭრა დაიწყო - 18 თვიანი ულმობელი აგრესია, რამაც გამოიწვია სიკვდილი და ნგრევა მთელს უკრაინაში. ჩვენ თქვენთან ერთად ვგლოვობთ, ვიხსენებთ თქვენს ვაჟებსა და ქალიშვილებს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს თქვენი ქვეყნის დასაცავად. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ თქვენი საყვარელი ქვეყნისთვის ბრძოლაში. სწორედ თქვენი და თქვენი გამძლეობის გამო გაიმარჯვებს უკრაინა და რუსეთი გადაიხდის მაღალ ფასს იმისთვის, რაც გააკეთა. შეერთებული შტატები გააგრძელებს თქვენ გვერდით დგომას და ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან თანამშრომლობას, რათა უკრაინას ჰქონდეს ის, რაც მას სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად, აღსადგენად და აყვავებისთვის", - აღნიშნულია ბლინკენის განცხადებაში.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის