გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების არასაკმარის ეფექტურობაზე საუბრობს.
ბერბოკის განცხადებით, ეკონომიკურ სანქციებს ეკონომიკური ეფექტი უნდა ჰქონდეს, მაგრამ რუსეთის შემთხვევაში ეს ასე არ არის, რადგან დემოკრატიული ქვეყნების ლოგიკა ავტოკრატიულ სახელმწიფოებში არ მოქმედებს.
„ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ რაციონალური გადაწყვეტილებების, რაციონალური ზომების დახმარების, რომლების შეთანხმება ცივილიზებულ მთავრობებში ხდება, უკრაინაში ომის დასრულება ვერ მოხერხდება“, - განაცხადა ბერბოკმა.
შეგახსენებთ, რომ 23 ივნისს ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი დაამტკიცა.