რობერტ ბრიგერი - რუსეთს ომის გაგრძელება კიდევ დიდხანს შეუძლია

ევროკავშირის სამხედრო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელის, გენერალ რობერტ ბრიგერის განცხადებით, რუსეთი კიდევ დიდხანს შეძლებს უკრაინაში ომის წარმოებას, ამიტომ იმის პროგნოზირება, შესაძლოა თუ არა უკრაინის სუვერენიტეტის სრული აღდგენა მის ხელთ არსებული საშუალებებით, ძალიან რთულია. აღნიშნულ განცხადებას DW ავრცელებს.

"მე ასევე სიფრთხილით ვეკიდები უკრაინული ჯარის მიერ რუსული არმიის თავდაცვითი ხაზების გარღვევასთან დაკავშირებულ პროგნოზებს. სასურველია, რომ ომი უკრაინის სამხედრო წარმატებით დასრულდეს, მაგრამ ასეთი პროგნოზის გაკეთება შეუძლებელია", - განაცხადა გენერალმა.

მისივე თქმით, ოფიციალური კიევის ხელთ არსებული ბრიგადების რაოდენობა არც თუ ისე დიდია, მეორე მხრივ, რუსეთს თვეები ჰქონდა იმისთვის, რომ კარგად გამაგრებული თავდაცვითი ხაზები შეექმნა, ამიტომ ომის გაგრძელება რუსეთს კიდევ დიდი ხანი შეუძლია.

"ამასთან, რუსეთს იარაღის უზარმაზარი მასა გააჩნია და პირადი შემადგენლობის გიგანტური პოტენციური რეზერვი", − დასძინა ბრიგერმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო