ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო - ვლადიმერ პუტინი დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბში იმყოფებოდა, რომელიც მანამდე „ვაგნერელებმა“ ივნისის ამბოხების დროს დაიკავეს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დონის როსტოვში მდებარე სამხედრო შტაბში იმყოფებოდა, რომელიც მანამდე „ვაგნერელებმა“ დაიკავეს ივნისის ამბოხების დროს. ამის შესახებ „უნიანი“ ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს Twitter-ის ცნობით, პუტინი შტაბს 19 აგვისტოს, „ვაგნერის“ ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, თავისი ძალაუფლების დემონსტრირებისთვის ეწვია. აღნიშნულია, რომ სამხრეთის სამხედრო ოლქის შტაბი დონის როსტოვში მდებარეობს ფრონტის ხაზიდან 160 კმ-ში. იქ სამხედროები არიან განლაგებული, რომლებიც ომს აწარმოებენ უკრაინის წინააღმდეგ.

დაზვერვის თანახმად, რუსეთის პრეზიდენტი შეხვდა მაღალჩინოსნებს, მათ შორის გენერალ ვალერი გერასიმოვს, გენერალური შტაბის უფროსს, რომელიც აგრძელებს უკრაინაში ოპერაციის მეთაურობას.

„ვაგნერის“ ჯგუფმა მცირე დროით დაიკავა შტაბ-ბინა ივნისში. პუტინს, სავარაუდოდ, სურს აჩვენოს თავისი ძალა და წარმოადგინოს, როგორც ჩვეულ რეჟიმში მოქმედი უმაღლესი სამხედრო სარდლობა", - განმარტა ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ.

ცნობისთვის, რუსეთის ტვერის ოლქში ვაგნერის "ლიდერის", ევგენი პრიგოჟინის თვითმფრინავი ჩამოვარდა, რის შედეგადაც მასში მყოფი 10 ადამიანი - 7 მგზავრი და ეკიპაჟის 3 წევრი - დაიღუპა. „როსავიაციის“ ინფორმაციით, თვითმფრინავში ევგენი პრიგოჟინი და “ვაგნერის” თანადამფუძნებელი, დმიტრი უტკინიც იმყოფებოდნენ.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი