უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ტექნიკასთან და შეიარაღებასთან ერთად ოცდაათზე მეტი რუსი სამხედრო გაანადგურეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ხერსონის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ტექნიკასთან და შეიარაღებასთან ერთად ოცდაათზე მეტი რუსი სამხედრო გაანადგურეს

ხერსონის ოლქში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ტექნიკასთან და შეიარაღებასთან ერთად ოცდაათზე მეტი რუსი სამხედრო გაანადგურეს. სამხრეთის თავდაცვის ძალების პრესსამსახურის განცხადებით, ასევე განადგურებულია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის БУК-М3-ის რადიოსალოკაციო სადგური, მზვერავი უპილოტო SuperCam და ორი „ლანცეტის"-ის ტიპის დამრტყმელი დრონი.

გარდა ამისა, განადგურებულია С-300/С-400 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის სამი გამშვები დანადგარი.