ლატვიის პრეზიდენტმა, ედგარს რინკევიჩსმა ევიკე სილინიას ახალი მთავრობის ფორმირება ოფიციალურად შესთავაზა. ინფორმაციას Delfi ავრცელებს.
ლატვიის პრეზიდენტის განცხადებით, ახალი მინისტრთა კაბინეტი ქვეყნის სეიმის მაქსიმალურად ფართო მხარდაჭერით უნდა შეიქმნას.
„ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნა საპარლამენტო ძალებთან კონსულტაციების გზით შედგა“, - განაცხადა რინკევიჩსმა.
ევიკე სილინიამ ოფიციალური საკოალიციო მოლაპარაკებები უნდა დაიწყოს. ახალი მთავრობის დამტკიცება სექტემბრის შუა რიცხვებამდე უნდა მოხდეს.