გია ცაგარეიშვილი - აქამდე და ამის მერეც საქართველო იქნება უკრაინის გვერდით, მიუერთდება ყველა განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდება, მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის წარმატებას სამამულო ომში, რომელსაც აწარმოებს პუტინის რეჟიმთან

საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მილოცვის მიმართვა, საგარეო უწყება არ არის ამ ქვეყნის უკანა ეზო, მისი ოფიციალური განცხადება არის საქართველოს მთავრობის განცხადება, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რატომ არ მიულოცეს უკრაინას დამოუკიდებლობის დღე თანამდებობის პირებმა საქართველოში.

რაც შეეხება დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებას, ცაგარეიშვილი ამბობს, რომ მასში დისტანციურად მონაწილეობდა პრეზიდენტი, რომელიც ქვეყანას წარმოადგენს. კითხვაზე, მიიღეს თუ არა მიწვევა მთავრობაში, ცაგარეიშვილი აცხადებს, რომ ინფორმაცია არ აქვს.

"საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს ამ ქვეყანას, მერე რა რომ უამრავი აზრთა სხვაობა გაგვაჩნია, მათ შორის, ჩემი არჩევანიც არის სალომე ზურაბიშვილი, ამ ბოლო ხანს რომ სხვანაირად მსჯელობს ხოლმე, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს, ან მე ან სხვას უფლება აქვს არალეგიტიმურ წარმომადგენლად აღიაროს ქვეყნის, ეს ხომ სისულელე იქნება?! ამგვარი სიბრიყვე რომ ვინმე ჩვენგანმა თქვას, ამას ხომ არ დაიჯერებთ არც ერთი წამი? ასე რომ, ის არის საქართველოს პრეზიდენტი და ის ამ ფორმატში, როგორც შარშან, ისე წელს მონაწილეობდა დისტანციურად, ეს მისი უფლებაა. აქამდე და ამის მერეც საქართველო იქნება უკრაინის გვერდით, მიუერთდება ყველა იმ განცხადებას, რომელიც გამოქვეყნდება და მხარს დაუჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და მის წარმატებას ამ სამამულო ომში, რომელსაც აწარმოებს პუტინის რეჟიმთან და რუსულ აგრესიულ სამხედრო მანქანასთან. ჩვენ ასევე მხარი დავუჭირეთ ჰააგის სისხლის საერთაშორისო ტრიბუნალში უკრაინის სარჩელს რუსეთის წინააღმდეგ, რამდენიმე ქვეყანა იყო მხარდამჭერი, ბევრმა ეს ვერ გაბედა, ჩვენ ეს გავაკეთეთ პირველ რიგში უკრაინის მხარდასაჭერად, მათ შორის, იმ გმირების სულთა მოსახსენიებლად, რომლებმაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას შესწირეს თავი. ჩვენი მხარდაჭერა უკრაინას მუდმივად აქვს, მოუხედავად იმისა, რომ უკრაინის ამჟამინდელ ხელისუფლებას თვალში არ მოსდის საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. ეს არაფერს ცვლის ამ მხარდაჭერაში, ვაგრძელებთ მეგობრობას, მერე რა, რომ ეს ამ ეტაპზე შეიძლება ცალმხრივად ჩანდეს. ელჩებიც დაბრუნდებიან დედაქალაქებში, ეს ურთიერთობებიც დალაგდება, რადგან ყველაფერი წარმავალია და რჩება მეგობრობა ერებს შორის.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა მილოცვის მიმართვა, მათ შორის საქართველოს მთავრობის სახელით. საგარეო საქმეთა სამინისტრო არ არის უკანა ეზო ამ ქვეყნის და ამ მთავრობის, ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ ქვეყნის, მათ შორის, თქვენიც. ამიტომ მისი ოფიციალური განცხადება არის საქართველოს მთავრობის განცხადება, იქნება სხვა განცხადებებიც, შესაბამისად დაელოდეთ,"- განაცხადა ცაგარეიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას
საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში 24 ივნისს თბილისის პირველი საერთაშორისო კიბერუსაფრთხოების კონფერენცია გაიმართება