ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინას არაფერი აქვს საერთო იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან, რომლის ბორტზეც ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას არაფერი აქვს საერთო იმ თვითმფრინავის ჩამოვარდნასთან, რომლის ბორტზეც „ვაგნერის“ ლიდერი ევგენი პრიგოჟინი იმყოფებოდა.

ამის შესახებ მან კიევში პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელო დე სოუზასთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„როდესაც უკრაინა ლაპარაკობდა და მიმართავდა მსოფლიოს ქვეყნებს თვითმფრინავებთან დაკავშირებით, ჩვენ ამას არ ვგულისხმობდით, არამედ სულ სხვა რამ გვქონდა მხედველობაში და გვინდოდა მხარდაჭერა. თუმცა, ალბათ, ეს გარკვეულწილად დაეხმარება {საკითხს}. ჩვენ არაფერი გვაქვს საერთო ამ სიტუაციასთან, ეს უდავოა. ვფიქრობ, ყველას ესმის, ვინ არის ჩართული”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს