ვოლოდიმირ ზელენსკი ყირიმში უკრაინის დაზვერვის მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უკრაინელების მხრიდან მსხვერპლი არ ყოფილა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი დროებით ოკუპირებულ ყირიმში უკრაინის დაზვერვის მიერ განხორციელებულ წარმატებულ სპეცოპერაციას გამოეხმაურა.

კიევში გამართულ ბრიფინგზე, შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა უკრაინის მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია ყირიმში ნახევარკუნძულის დეოკუპაციის დაწყებას, ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „ყირიმის განთავისუფლებაზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა".

„დიახ, ეს ჩვენი ბიჭები არიან. ჩვენი მხრიდან მსხვერპლი არ არის. ეს არის ის, რისი განხილვაც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელთან ტელეფონით შევძელი", - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, კირილ ბუდანოვისგან დეტალურ ანგარიშს ელოდება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სპეცრაზმი რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ყირიმში, ილენოვკასა და მაიაკის დასახლებების მიდამოებში დაეშვა და უკრაინის დაზვერვის თანამშრომლებსა და ოკუპანტებს შორის ბრძოლა მოხდა, რის შედეგადაც რუსებმა გარკვეული რაოდენობის პერსონალი და აღჭურვილობა დაკარგეს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენლის, ანდრეი იუსოვის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა ნახევარკუნძული დანაკარგის გარეშე დატოვეს. "ყველა მიზანი და ამოცანა შესრულებულია", - აღნიშნა იუსოვმა. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ყირიმში უკრაინის სახელმწიფო დროშა აღიმართა.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა