პორტუგალია მზადაა, უკრაინელი მფრინავები F-16-ებზე მოამზადოს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, პორტუგალია თანახმაა, უკრაინელი მფრინავები თანამედროვე F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებზე მოამზადოს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ზელენსკიმ კიევში პორტუგალიის პრეზიდენტ მარსელო რებელუ და სოუზასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

"პორტუგალია ჩვენი სატანკო და საავიაციო კოალიციის წევრია. დღეს პორტუგალიამ დაადასტურა მზადყოფნა, შეუერთდეს უკრაინელი მფრინავების და ინჟინრების მომზადებას F-16 თვითმფრინავებზე", - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ უკრაინისა და პორტუგალიის პრეზიდენტებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაფართოების შესაძლებლობები განიხილეს. კერძოდ, უკრაინისთვის ჯავშანტექნიკისა და ტერიტორიის ნაღმებისგან გამწმენდი აღჭურვილობის მიწოდებაზე ისაუბრეს.

პორტუგალიის პრეზიდენტი უკრაინაში 23 აგვისტოს ჩავიდა. ეს პორტუგალიის ლიდერის პირველი ვიზიტია უკრაინაში ბოლო 25 წლის განმავლობაში. მარსელო რებელუ და სოუზა, ვიზიტის ფარგლებში, ირპინში, ბუჩაში და მოშჩუნში იმყოფებოდა. პორტუგალიის ლიდერმა ყირიმის პლატფორმის სამიტშიც მიიღო მონაწილეობა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ვაშინგტონი დაელოდება არჩევნების შედეგებს, მანამდე კი „გამაფრთხილებელი“ ღონისძიებები გატარდება
აკადემიკოსი რამაზ ხუროძე - საჭიროა სახელმწიფოს მიერ მეცნიერებაზე გაწეული ხარჯების ეფექტიანობის შეფასება და შესაბამისად, ამ ხარჯების კორექტირება
ქართული პრესის მიმოხილვა 24.05.2024
„გალფის“ მხარდაჭერით 20 სტუდენტი აფხაზეთიდან ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების მატჩზე დასასწრებად გერმანიაში გაემგზავრება