რუსეთის თავდაცვის უწყება - კალუგის ოლქში უკრაინული С-200 რაკეტა ჩამოვაგდეთ

რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემამ კალუგის ოლქში მოდიფიცირებული С-200 სისტემის უკრაინული რაკეტა ჩამოაგდო, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„აღიკვეთა კიევის რეჟიმის მცდელობა განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე განთავსებულ სამოქალაქო ობიექტებზე მოდიფიცირებული С-200 სისტემის უკრაინული რაკეტის გამოყენებით. რაკეტა კალუგას ოლქის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემებმა აღმოაჩინა და გაანადგურა“, - ნათქვამია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

ცნობისათვის, მანამდე, რუსულმა "ტელეგრამ" არხებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კალუგისა და ტულას ოლქებში ღამით ძლიერი აფეთქებების ხმები ისმოდა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს