კირილ ბუდანოვი - რუსები ჩვენი საზღვაო დრონების 60-70 პროცენტს ანადგურებენ, მაგრამ რუსეთის ფლოტისთვის 30 პროცენტიც პრობლემაა

საზღვაო "კამიკაძე-დრონების" დაახლოებით 70%-ს, რომელსაც უკრაინა ოკუპირებული ყირიმის მახლობლად ობიექტებზე თავდასხმებისთვის იყენებს რუსეთის საოკუპაციო ძალები ანადგურებენ, მაგრამ მესამედი სამიზნეებამდე აღწევს და მტრის გემებს აზიანებს, - ამის შესახებ უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა.

მან არ დააკონკრეტა, რა რაოდნობის დრონებს იყენებს უკრაინა, ან რა საბრძოლო ამოცანების შესასრულელად, მაგრამ აღნიშნა, რომ დრონი ბევრია.

"გასაგები მიზეზების გამო, ამ დრონიდან რამდენის დასახელება არ შეიძლება. მაგრამ, მოდი ასე ვთქვათ: დრონი ბევრია. რეალურად ბევრია. რამდენად ეფექტურია ეს ყველაფერი? ვინაიდან არის რეალური დანაკარგები და ასეთი დრონის ფასისა და ხომალდის ფასის შედარებაც არ შეიძლება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საკმაოდ ეფექტური მეთოდია. ისინი 60%-ს, შესაძლოა 70%-საც ანადგურებენ. ეს სიმართლეა. როგორც ამბობენ, აქ დასამალი არაფერია, თუმცა მათთვის პრობლემა დარჩენილ 30%-შია", - აღნიშნა ბუდანოვმა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა