ჯო ბაიდენი - უკრაინელებს დამოუკიდებლობის დღე მივულოცე - სიბნელისა და ბატონობის ძალები ვერასოდეს ჩააქრობენ თავისუფლების ცეცხლს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის ტელეფონით ესაუბრა და უკრაინის დამოუკიდებლობის დღე მიულოცა, - ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

„პრეზიდენტმა ბაიდენმა დაადასტურა აშშ-ის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს უკრაინის თავდაცვას რუსული აგრესიისგან იმდენხანს, რამდენხანსაც საჭირო იქნება და რუსეთს, მისი ქმედებების გამო, პასუხისმგებლობა დააკისროს", - აღნიშნულია თეთრი სახლის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სატელეფონო საუბრის დროს უკრაინელი პილოტების მომზადების საკითხიც განიხილეს.

"პრეზიდენტმა ბაიდენმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინელი პილოტების მომზადების დაწყება და უკრაინაში F-16-ების გაგზავნაზე სხვა ქვეყნებისთვის დაჩქარებული თანხმობის მიცემის საკითხები განიხილეს", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა ჯო ბაიდენმაც.

"ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ ზელენსკის ვესაუბრე და მას და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობა მივულოცე. დაე, დღევანდელი დღე იყოს შეხსენება, რომ სიბნელისა და ბატონობის ძალები ვერასოდეს ჩააქრობენ თავისუფლების ცეცხლს, რომელიც თავისუფალი ადამიანების გულში ანთია", - წერს ჯო ბაიდენი.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა