სლოვენია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას შეუერთდა

სლოვენია 28-ე ქვეყანა გახდა, რომელიც უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ „დიდი შვიდეულის“ დეკლარაციას შეუერთდა, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტვიტერზე“ წერს.

„მადლობელი ვარ სლოვენიის მთავრობისა და პირადად პრემიერ-მინისტრ რობერტ გოლობის, იმისთვის, რომ შეუერთდა "დიდი შვიდეულის" დეკლარაციას უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების შესახებ. ჩვენი ქვეყნები იზიარებენ თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებს, ისევე როგორც მთელი ევროატლანტიკური საზოგადოებისთვის მშვიდობისა და სამართლიანობის სურვილს“, - აცხადებს ზელენსკი.

ცნობისათვის, „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა 12 ივლისს ვილნიუსში გამართულ ნატო-ს სამიტზე უკრაინის მხარდაჭერის დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტი ღიაა ხელმოწერისთვის და ყველა დაინტერესებულ ქვეყანას შეუძლია, მას შეუერთდეს. ამის შემდეგ, თითოეულ სახელმწიფოსთან, უკრაინა დაიწყებს ორმხრივ მოლაპარაკებებს უსაფრთხოების კონკრეტულ გარანტიებზე და ხელს მოაწერს შესაბამის ორმხრივ შეთანხმებებს. ასეთი მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია აშშ-სა და გაერთიანებულ სამეფოსთან.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა