Heineken-ი რუსეთში ბიზნესს 1 ევროდ ყიდის

ნიდერლანდური ლუდსახარშის, Heineken-ის ინფორმაციით, მიიღო საჭირო თანხმობა იმისთვის, რომ რუსეთში ბიზნესი, რომელიც შვიდ ლუდსახარშს მოიცავს, შემფუთავ და კოსმეტიკურ კომპანია Arnest Group-ს სიმბოლურ ფასად, 1 ევროდ მიჰყიდოს.

გარიგების თანახმად, რუსეთში Heineken-ის 1800-ვე თანამშრომელს Arnest Group-ისგან მომდევნო სამი წლის განმავლობაში დასაქმების გარანტიები მისცეს.

„ეს გარიგება უზრუნველყოფს საარსებო წყაროს ჩვენი თანამშრომლებისთვის და ქვეყნიდან პასუხისმგებლობით გასვლის საშუალებას გვაძლევს“, - განაცხადა Heineken-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, დოლფ ვან დენ ბრინკმა.

Heineken-მა, ისევე როგორც ბევრმა სხვა გლობალურმა კომპანიამ, რუსეთიდან გასვლის გადაწყვეტილება ქვეყნის უკრაინაში შეჭრის შემდეგ მიიღო.

კომპანია, დაახლოებით, 300 მილიონი ევროს ოდენობის ზარალს ელის.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს