ფინეთი უკრაინას 94 მილიონი ევროს ღირებულების სამხედრო ტექნიკას გადასცემს

ფინეთი კიევში სამხედრო ტექნიკის ახალ პარტიას გაგზავნის. მედიის ინფორმაციით, ფინეთის პრეზიდენტმა საული ნიინისტომ დაამტკიცა მთავრობის წინადადება, რომელიც უკრაინისთვის დახმარების ახალი, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მე-18 პაკეტის გამოყოფას ითვალისწინებს.

პაკეტის ღირებულება, საერთო ჯამში, დაახლოებით, 94 მილიონი ევროა და ის მოიცავს იარაღს ადრე მიწოდებული თავდაცვის აღჭურვილობის ჩანაცვლებისთვის.

„ფინეთისა და ჩვენი მოკავშირეების მხარდაჭერა უკრაინისადმი ურყევი რჩება. უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის შეკავების უნარი ევროპასა და ფინეთში მომავალი უსაფრთხოების წესრიგის თვალსაზრისით საკვანძო საკითხია", - თქვა ფინეთის თავდაცვის მინისტრმა ანტი კაიკონენმა.

ცნობისათვის, რუსეთის შეჭრის დღიდან ფინეთმა უკრაინას 1.3 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება გამოუყო.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება