ალექსანდრე ლუკაშენკო - პრიგოჟინს უსაფრთხოების გარანტიები არასდროს უთხოვია

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, მისგან „ვაგნერის“ ლიდერ ევგენი პრიგოჟინის უსაფრთხოების გარანტიებზე საუბარი არასდროს ყოფილა და უსაფრთხოების გარანტიები არც პრიგოჟინს უთხოვია არასდროს.

„პირდაპირ რომ გიპასუხოთ ამ კითხვაზე: მე არც უნდა უზრუნველვყო პრიგოჟინის უსაფრთხოება. ეს პირველ რიგში. მეორე რიგში, ასეთ ფორმაში საუბარი არც არასდროს ყოფილა. მესამე რიგში, დაიმახსოვრეთ: უსაფრთხოების საკითხს ორჯერ მივუახლოვდით. პირველად, როდესაც მე ვურეკავდი და მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, როდესაც მოსკოვზე მარშით მიდიოდნენ. მე ვეუბნები: „ჟენია, გესმის, ხალხს დაღუპავ და თავადაც მოკვდები?” ცხელ გულზე ეს ადამიანი (ფრონტიდან) ამბობს: „ჯანდაბა, მოვკვდე!” მე ვეუბნები: „ჟენია, ახლა თოკს და საპნის ნაჭერს გამოგიგზავნი“, მპასუხობს: „არა, არა, არა. ასე არ მინდა. გმირად მოვკვდები“. მეორე ჯერზე, როდესაც ჩემთან დიმა უტკინთან ერთად ჩამოვიდა, ორივე კატეგორიულად გავაფრთხილე: „ბიჭებო, ჭკუით იყავით“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა