კახა ლაბუჩიძე - ჩვენი პოლიტიკა ქალაქგანვითარებასა და ეკონომიკურ წინსვლაზეა დამოკიდებული

დედაქალაქის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარის, ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კახა ლაბუჩიძის განცხადებით, თბილისი საინვესტიციო კუთხითაც მიმზიდველი ქალაქია და ფაქტი, რომ ის ურბანულად და არქიტექტურულად სწორად ვითარდება, რასაკვირველია, ოპოზიციური პარტიების დამწუხრების მიზეზია. საკრებულოს დეპუტატი ასე გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომელიც დედაქალაქის ცენტრში ცათამბკენების მშენებლობის საკითხს ეხება.

„დარწმუნებით შემიძლია განვაცხადო, რომ 2024 წლის არჩევნებშიც ისეთივე უპერსპექტივო იქნება ოპოზიცია, როგორიც აქამდე იყო. საზოგადოება ხედავს ქალაქგანვითარებას და სწორედ ეს საზოგადოება გააკეთებს ჩვენს სასარგებლოდ არჩევანს მომავალშიც. რაც შეეხება თქვენს ბრალდებებს, რომ „სირცხვილია ცათამბჯენების შენება ქალაქში“, ამაზე გპასუხობთ: სირცხვილი იყო, როცა აშენებდით მრავალსართულიან საცხოვრებელ კომპლექსებს, რომელთაც არ გააჩნდა რეკრეაცია. სირცხვილი იყო ყოველგვარი პარკირების და საბავშვო სივრცეების გარეშე გაცემული მშენებლობის ნებართვები. სირცხვილი არის ის, რომ ჩვენს მთავარ გამზირზე, რუსთაველზე, წლების წინ გაეცით სამშენებლო ნებართვა, რამაც ქალაქის ისტორიული იერსახე შეცვალა“, - განაცხადა კახა ლაბუჩიძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო