შალვა ოგბაიძე - ქალაქის განვითარება არ გაჩერდება

ქალაქის განვითარება არ გაჩერდება, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე შალვა ოგბაიძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რითაც ოპოზიციის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებს გამოეხმაურა, რომლის მიხედვით, ყოფილი აბრეშუმის ფაბრიკის მიმდებარე ტერიტორიაზე სამშენებლო პროექტის განხორციელების შემთხვევაში სატრანსპორტო კოლაფსი შეიქმნება.

შალვა ოგბაიძის განცხადებით, ისეთი მნიშვნელოვანი რეგულაციების გათვალისწინების გარეშე, როგორიცაა ტექდათვალიერება, გამონაბოლქვის რეგულირება, ელექტრომობილებისა და ეკომეგობრული ტრანსპორტის წახალისება, არ ხდება სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.

"მე მესმის, რომ ოპოზიცია ხელფასს სწორედ კრიტიკაში იღებთ და ამიტომაც დახატეთ ლამის აპოკალიფსური სურათი. არასოდეს დაინტერესებულხართ საკითხით და ტრანსპორტის განვითარების კუთხით მხოლოდ კრიტიკით ხართ დაკავებულები’’, - მიმართა შალვა ოგბაიძემ ოპოზიციის წარმომდგენლებს.

"საერთოდ გირჩევთ, ძალიან კარგი იქნება ჩვენი კოლაბორაცია ამ კუთხით, დავარქვათ „ერთი დღე მაჟორიტარებთან ერთად“ და ვიაროთ საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად. ვნახოთ, თუ როგორი კომუნიკაცია აქვთ მოსახლეობასთან, რა თემებია ცხელი, ჩვენი ქალაქის ამა თუ იმ უბანში, რა აწუხებს ხალხს და ა.შ. ისე კი იცოდეთ, ქალაქის განვითარება არ შეჩერდება”, - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება