დიმიტრი მედვედევი ასლან ბჟანიასა და ალან გაგლოევთან შეხვედრაზე - მნიშვნელოვანი თარიღის მოლოდინში ვართ - მე-15 წლისთავი რუსეთის მიერ "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან

რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ოკუპირებული აფხაზეთისა და "სამხრეთ ოსეთის" ე.წ. ლიდერებს, ასლან ბჟანიას და ალან გაგლოევს, შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

„მნიშვნელოვანი თარიღის მოლოდინში ვართ - მე-15 წლისთავი რუსეთის მიერ "სამხრეთ ოსეთისა" და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებიდან. ეს ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება არ იყო, რომელიც რუსეთმა 2008 წელს მიიღო, მაგრამ რომელმაც კავკასიაში მშვიდობა უზრუნველყო, უზრუნველყო რესპუბლიკების მცხოვრებლების სიცოცხლე და ჯანმრთელობა და დიდი ამოცანების შესრულება,” - განაცხადა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა.

მისი აზრით, მას შემდეგ რუსეთისა და ორი ე.წ. რესპუბლიკის ურთიერთობები კარგად ვითარდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მადლობა გადაუხადა მედვედევს “აფხაზური სახელმწიფოებრიობის განვითარებაში შეტანილი უზარმაზარი წვლილისთვის”.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ასევე გადაუხადა მადლობა მედვედევს „2008 წელს მიღებული გადაწყვეტილებებისთვის“, რომლებმაც, მისი თქმით, „შესაძლებელი გახადა ქართული აგრესიის შეჩერება”.

გურამ იმნაძე - ქვეყანას სხვა ტიპის ნარკოპოლიტიკა სჭირდება - მხოლოდ დასჯა, მხოლოდ საპოლიციო მიდგომები ცალსახად არასაკმარისია ამ პრობლემასთან საბრძოლველად
ირაკლი მელაშვილი  -  თუ ოპოზიციამ ასე გააგრძელა, 2024 წლის არჩევნებზე „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტში შეიძლება უფრო მეტი მანდატი მიიღოს, ვიდრე ახლა აქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2023
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა