ოლექსი რეზნიკოვი - პრიგოჟინის სიკვდილმა პუტინი დაასუსტა

პრიგოჟინის სიკვდილი ადასტურებს, რომ პუტინის ნდობა არ ღირს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა გერმანულ გაზეთ Welt-თან ინტერვიუში განაცხადა.

რეზნიკოვი მიიჩნევს, რომ პრიგოჟინის სიკვდილმა პუტინი დაასუსტა. „მან მსოფლიოს აჩვენა: თუ პუტინი ვინმესთან შეთანხმებას აღწევს და არღვევს მას, ეს ნიშნავს, რომ მისი ნდობა აღარ შეიძლება.

ეს უბრალოდ განგსტერების ქცევაა, ხოლო კრემლი იქცევა, როგორც განგსტერები, როგორც კრიმინალები“, - განაცხადა რეზნიკოვმა.

მისი თქმით, „ვაგნერის“ დაჯგუფების ლიდერის სიკვდილი ომის მსვლელობაზე არ იმოქმედებს, ვინაიდან „ვაგნერის დაჯგუფება ფაქტობრივად აღარ არსებობს“.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ ჯერ კიდევ ერთი წლის წინ „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები სერიოზულ ძალას წარმოადგენდნენ, მაგრამ ახლა „განადგურებულები არიან“.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის