ნიგერის ხუნტამ საფრანგეთის ელჩს ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.
ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.
ხუნტის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროში დანიშნულ შეხვედრაზე საფრანგეთის ელჩის არმისვლით არის განპირობებული და ასევე საფრანგეთის მთავრობის სხვა ქმედებებით, რომლებიც ნიგერის ინტერესებს ეწინააღმდეგება.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საფრანგეთის ხელისუფლება ამ მოთხოვნას ყურადღებით ეკიდება, მაგრამ მას გაუმართლებლად თვლის.
„პუტჩისტებს არ აქვთ უფლება ასეთი მოთხოვნის წაყენებაზე, რადგან საფრანგეთის ელჩის უფლებამოსილებები ნიგერის ერთადერთი ლეგიტიმური, არჩეული ხელისუფლებით არის დადასტურებული”, - აღნიშნეს საფრანგეთის საგარეო უწყებაში.