პოლონეთში "ლეგიონერთა დაავადებით" მე-8 ადამიანი დაიღუპა

პოლონეთში ლეგიონელეზისგან მე-8 ადამიანი დაიღუპა.

ინფორმაციას ქალაქ ჟეშოვოს საუნივერსიტეტო კლინიკური საავადმყოფოს წარმომადგენელი ავრცელებს და აღნიშნავს, რომ პაციენტს ბევრის სხვა ქრონიკული დაავადება ჰქონდა, მათ შორის კიბოც.

პოლონური მედიის ცნობით, ამ ეტაპზე, შესაბამისი სამსახურები „ლეგიონერთა დაავადების“ გაჩენის კერის დადგენას ცდილობენ, ცნობილია ინფიცირების 100 შემთხვევაზე.

ადგილობრივმა ხელისუფლებამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება ქლორითა და ოზონით 100 კმ. წყალსადენების დეზინფიცირების შესახებ.

შეგახსენებთ, რომ "ლეგიონერთა დაავადება" - ფილტვის ინფექციაა და ინფიცირება კონდიციონირების სისტემების ან ონკანების და საშხაპე კაბინების მეშვეობით ვრცელდება, რომელიც იშვიათად გამოიყენება. ადამიანიდან ადამიანზე დაავადება არ გადადის.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის