ამერიკული კომპანია SpaceX-ის კუთვნილი კოსმოსური ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა

დღეს ამერიკული კომპანია SpaceX-ის კუთვნილი მრავალჯერადი გამოყენების კოსმოსური ხომალდი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაემგზავრა.

ინფორმაციას აშშ-ს ეროვნული აეროკოსმოსური სააგენტო (NASA) ავრცელებს.

„გაშვება ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან რაკეტა-მატარებელი Falcon 9-ს მეშვეობით განხორციელდა. საერთაშორისო ეკიპაჟის შემადგენლობაში აშშ-ს დანიის და იაპონიის ასტრონავტები და ასევე რუსი კოსმონავტი შედიან“, - აცხადებენ განცხადებაში.

ეს Crew Dragon-ის უკვე მესამე გაშვებაა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება