უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი - რუსეთმა ის მიიღო, რაც უნდა მიეღო - ეს მხოლოდ დასაწყისია

უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერის, იური იგნატის განცხადებით, მოსკოვზე უპილოტო საფრენი აპარატების თავდასხმები რუსეთის ფედერაციის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიაა.

მისივე თქმით, ასეთი ინციდენტები უფრო გახშირდება.

„რუსეთმა ის მიიღო, რაც უნდა მიეღო - ასევე საჰაერო განგაშები. რასაკვირველია, ეს მხოლოდ დასაწყისია. ჩემი აზრით, თავდაცვის ძალებს უფრო მეტი საშუალება ექნება იმისთვის, რომ ვითარება რუსეთში უფრო საგანგაშო და საშიში გახდეს“, - განაცხადა იგნატმა.

მისივე თქმით, აგრესიისთვის რუსეთმა მაღალი ფასი უნდა გადაიხადოს.

„მაგრამ იარაღის, რეაქციის გარეშე იმაზე, რასაც ისინი აკეთებენ, რა თქმა უნდა, ვერაფერს შევძლებთ, ამიტომ ასეთ თავდასხმებს რუსეთი უფრო ხშირად და ხშირად განიცდის“, - აღნიშნა იგნატმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა