ნატო-ს მეთაურობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან პოლონეთის საზღვარზე საიდუმლო თათბირი გამართა

ნატო-ს მეთაურობამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ვალერი ზალუჟნისთან პოლონეთის საზღვარზე საიდუმლო თათბირი გამართეს, - ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს. გამოცემის ცნობით, შეხვედრა 11 დღის წინ გაიმართა.

ზალუჟნის გარდა მასში მონაწილეობა მიღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების მთლიანმა სამეთაურო შტაბმა, ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესმა სარდალმა კრისტოფერ კავოლიმ და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის შტაბის ხელმძღვანელმა ტონი რადაკინმა.

„ხუთსაათიანი შეხვედრის მიზანი იმაში მდგომარეობდა, რომ უკრაინის სამხედრო სტრატეგია გადახედილიყო“, - აღნიშნავს The Guardian.

„დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო, თუ რა მოიხერხოს უკრაინის კონტრშეტევის გაჩერებულ პროგრესთან, ასევე მომავალ დამღლელ ზამთარზე საბრძოლო ქმედებების გეგმები და გრძელვადიანი სტრატეგია, ვინაიდან ომი გარდაუვლად უახლოვდება 2024 წელს“, - წერს გამოცემა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ შეხვედრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგია მნიშვნელოვნად შეიცვალა. ახლა უკრაინელი სამხედროები ძალისხმევის კონცენტრირებას ზაპოროჟიეს მიმართულებასა და აზოვის ზღვისკენ გასასვლელზე აკეთებენ.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა