რუსულმა ძალებმა კიევზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, ჩამოგდებული რაკეტების ფრაგმენტებმა 10 სახლი დააზიანა

კიევის ოლქის ერთ-ერთ რაიონში ჩამოგდებული ფრთოსანი რაკეტების ფრაგმენტების ჩამოვარდნის შედეგად 10 კერძო სახლი დაზიანდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, რუსლან კრავჩენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ამასთან, დაზიანდა ორი ავტომობილი და სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის შესანახი ანგარი", - განაცხადა კრავჩენკომ.

მისი თქმით, წუხელ რუსულმა ძალებმა კიევის ოლქზე კიდევ ერთი სარაკეტო შეტევა განახორციელეს. საჰაერო განგაში თითქმის სამ საათს გაგრძელდა.

„უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალების პროფესიონალური მუშაობის წყალობით, კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმები არ მომხდარა", - აღნიშნა კიევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო